среда, 16 июля 2014 г.

      "შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა. კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკისა და შეცდომის შიში არ ექნებათ. შეცდომები მოსწავლისთვის უკეთესი შედეგისკენ სწრაფვის იმპულსად უნდა ვაქციოთ.
      მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1" შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" - პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ სურვილისამებრ ცვალოთ, თუმცა სასურველია, დაიცვათ თანაფარდობა პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებით.
       თავი არიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას. ნიშანს დაურთეთ კომენტარი, სახელდობრ - რატომ დაიმსახურა მოსწავლემ ასეთი შეფასება, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება მომავალში. კომენტარი უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი."
ჟან პიაჟე.